თბილისის საკრებულოს "ქრისტიან-დემოკრატმა" დეპუტატმა ზაზა გაბუნიამ ბავშვთა ქალა "მზიურთან" ბრიფინგი გამართა, რომელზეც "მზიურში" დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ "ქრისტიან-დემოკრატების" მოთხოვნებზე ისაუბრა.
ზაზა გაბუნიას თქმით, "მზიურის" სარეაბილიტაციო სამუშაოების ირგვლივ არსებობს ბევრი პასუხგაუცემელი შეკითხვა.
ზაზა გაბუნია: "გაუგებარია, რატომ მისცა თბილისის მერიამ უფლება სამუშაოების განხორციელებაზე კომპანია "აბგ და კომპანიას", რომელიც შესყიდვებისა და კონკურენციის სააგენტოს მიერ შავ სიაშია შეყვანილი?!"
დეპუტატის თქმით, არსებობს კითხვები თავად პროექტის შინაარსთან დაკავშირებით. მერია არ ახმოვანებს კონკრეტულ და გასაგებ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით თუ რა იგულისხმება "სარეაბილიტაციო სამუშაოების II ეტაპის" მიღმა.
"სწორედ ამიტომ, ჩვენ ვაყენებთ ორ ძირითად მოთხოვნას. პირველი, თბილისის მერიამ დეტალურად აუხსნას საზოგადოებას რა იგულისხმება სარეაბილიტაციო სამუშაოებში. რამდენად იქნება დაცული "მზიურის" სარეკრეაციო ფუნქცია და მასთან დაკავშირებული სხვა ფუნდამენტური მნიშვნელობის საკითხები და მეორე, შედგეს საგანგებო კომისია ოპოზიციური ძალების, სამოქალაქო საზოგადოების და დაინტერესებული ჯგუფებისგან, რომელსაც ექნება სარეაბილიტაციო სამუშაოების მონიტორინგის უფლებამოსილება", - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.
2012 წლის 11 ივნისს თბილისის მერიის სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებით "მზიურის" II ეტაპის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების უფლება შპს "აბგ და კომპანიას" მიეცა. რეაბილიტაციისთვის 529 498 ლარი დაიხარჯება.