პალესტინის მოძრაობა ჰამასი მზადყოფნას გამოთქვამს ისრაელთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ჰამასის წარმომადგენლების განცხადებით, მხარეთა შეთანხმება ეგვიპტის შუამავლობით მოხდეს. მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია ისრაელის ტერიტორიის სარაკეტო დარტყმების შეჩერების შესახებ.
ჰამასი აცხადებს, რომ ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებას დაიცავს იმ პირობით თუ ისრაელი ღაზას სექტორში სამხედრო მომქდებებს შეაჩერებს. "ჰამასმა" და სხვა დაჯგუფებებმა, რომლებიც სექტორში მოქმედებენ მიიღეს ეგვიპოტის ინიციატივა საბრძოლო მოქმედებების რაუნდის დასრულების შესახებ.
შეგახსენებთ, რომ ვითარება ღაზას სექტორში 18 ივნისიდან გამწვავდა.