დღეს, 20 ივნისს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გაყიდა 11 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების სახელმწიფო ობლიგაციები, დაფარვამდე დარჩენილი ვადით 724-დღე.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 41 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 6.79 პროცენტით, მაქსიმალური - 6.92 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 6.89 პროცენტით განისაზღვრა.