ავღანეთის აღმოსავლეთ ნაწილში თვითმკვლელი ტერორისტის მიერ თავის აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18 მდე გაიზარდა. აფეთქება ქალაქ ჰოსტში მოხდა. სააგენტო "ფრანს პრესის" ინფორმაციით, გარდა მშვიდონბიანი მოსახლეობისა ამ აფეთქებას ნატოს რამდენიმე სამხედრო მოსამსახურეც ემსხვერპლა.
თვითმკვლელმა დანაღმული მოტოციკლი და თავი ქალაქში საერთაშორისო სამხედრო კოალიციის კოლონის გასვლის დროს აიფეთქა. მედიის მონაცემებით, მიმდინარე წლის დასაწყისიდან ავღანეთში უკვე 200 ნატოს სამხედრო მოსამსახურეა მოკლული. ნატოს სამხედრო კონტიგენტის გაყვანა ავღანეთიდან 2014 წლისათვის იგეგმება.