პაკისტანის უმაღლესმა სასამართლომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი იუსუფ რეზუ გილანი თანამდებობიდან გადააყენა. ორი თვის წინ მთავრობის მეთაურს ანტიკორუფციული გამოძიებისთვის ხელის შეშლის ბრალდება წაუყენეს.
გილანმა იარი განაცხადა შვეიცარიის გამოძიებასთან თანამშრომლობაზე პრეზიდენტ ასიფ ალი ზარდარის წინააღმდეგ. პრემიერი ამტკიცებდა იმას, რომ პრეზიდენტს აქვს იმუნიტეტი სასამართლო დევნისგან. ამავდროულად, სასამართლომ დაადგინა, რომ გილანი უკვე აღარ არის პაკისტანის პარლამენტის დეპუტატი.