ბაგრატის ტაძრის ირგვლივ ატეხილ აჯიოტაჟს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკა რურუა ხელოვნურს უწოდებს და აცხადებს, რომ ტაძრის რესტავრაცია აუცილებლად დასრულდება. Mმისივე თქმით, ბაგრატის ტაძრის სარეაბილიტაციო გეგმა მსოფლიო დონის სპეცილისტებმა შეადგინეს.
"მაქვს იუნესკოში შეხვედრა ამ ატეხილ აყალმაყალთან დაკავშირებით, რომელიც სრულიად ხელოვნურია. Aაქ იყო დეზინფორმაციის სერიოზული ნაკადი, მავანთა და მავანთა მიერ ამ საუკეთესო ხარისხით, თუ შინაარსის პროექტის მიმართ, რომელიც ეხება ბაგრატის რეკონსტრუქციას. Eეს არის მსოფლიოში საუკეთესო სპეციალისტების მიერ მომზადებული ნამდვილად უნიკალური პროექტი, რომელიც განხორციელდება, დამთავრდება სულ მალე და ბაგრატი წარსდგება მთელი საქართველოს წინაშე.Eეს შეფერხება დროებითია და ყველა დაინტერესებული მხარე მთლიან ინფორმაციას გაიგებს", _ განაცხადა საფრანგეთში ვიზიტისას კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ნიკა რურუამ.