ლიტერატურული კონკურსი „საბას" პირველი ეტაპი დასრულდა: კონკურსის ჟიურიმ „საბას" წლევანდელი ფინალისტები გამოავლინა. კონკურსზე წარდგენილი 188 წიგნიდან, ფინალურ ეტაპზე, 42 საუკეთესო მოხვდა.
ივნისის მიწურულს თიბისი ბანკში "საბას" რიგით მეათე საზეიმო დაჯილდოება გაიმართება. „საბას" პრიზებსა და ფულად პრემიებს 2011 წლის საუკეთესო წიგნების ავტორები მიიღებენ.
ყოველწლიური ლიტერატურული პრემია "საბა" 2003 წელს დააფუძნა თიბისი ბანკმა, პენ-ცენტრმა და რუსთავი-2-მა. პრემიის მიზანია წლის საუკეთესო წიგნების გამოვლენა. საპრემიო ფონდი 40 ათას ლარს შეადგენს, რომელსაც გამარჯვებულ ავტორებს თიბისი ბანკი გადასცემს.
"საბა" წელსაც, ტრადიციულად, 9 ნომინაციაში გაიცემა. 5-კაციანი ჟიურის მიერ, პრემიაზე განიხილება საქართველოში წინა წელს წიგნად გამოცემული ყველა ორიგინალური ლიტერატურული ნაწარმოები და უცხოური ნაწარმოების ქართული თარგმანი. ცალკე გაიცემა პრემია "ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის".
წლევანდელი ნომინაციების ფინალისტების სია ასეთია:
წლის საუკეთესო პროზაული კრებული
1. ზვიად კვარაცხელია, ყიფლიბანდი (ინტელექტი)
2. ზურაბ ლეჟავა, სინაღდე სიყალბისა (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
3. მიხო მოსულიშვილი, მადლის ქვა (სიესტა)
4. დავით ქართველიშვილი, 6 სიზმარი (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
5. ცირა ყურაშვილი, ხიზნები კომანის მონასტერთან (ინტელექტი)
6. ბესო ხვედელიძე, წითელი (საუნჯე)
წლის საუკეთესო პოეტური კრებული
1. ცირა ბარბაქაძე, უცხოქალაქი (უნივერსალი)
2. ელგუჯა მარღია, ნაბადი (სვეტი)
3. პაატა შამუგია, დაუჯდომელი (სიესტა)
4. ვაჟა ხორნაული, სიტყვები - სიყვარულის თვალები (თობალისი)
5. კატო ჯავახიშვილი, ჭუპრი (საუნჯე)
წლის საუკეთესო რომანი
1. ზაზა ბურჭულაძე, გასაბერი ანგელოზი (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
2. აკა მორჩილაძე, Oბოლე (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
3. ირაკლი სამსონაძე, ლეას-საათი (ინტელექტი )
4. ზურაბ ქარუმიძე, მელია ტულეფია: Fოხტროტ (სიესტა)
წლის საუკეთესო დებიუტი
1. ეკატერინე ახვლედიანი, ორჰან ფამუქის `უმანკოების მუზეუმი~ (დიოგენე)
2. სალომე ბენიძე, მოხსენებითი ბარათი (ინტელექტი)
3. ნინო გუგეშაშვილი, ფეისკონტროლი (დიოგენე)
4. ჯაბა ზარქუა, ვარმშტადური პარადოქსი (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
5. უჩა ზაქაშვილი, ხელით ნაქსოვი თოჯინები (საუნჯე)
6. სანდრო ნავერიანი, არგენტინული პიტბული (სიესტა)
7. გიორგი ოქროპირიძე, ლექსები (გამოიცა ავტორის ხარჯით)
8. სალომე სულაბერიძე, ჰამალ (არეტე)
9. ეკატერინე ტოგონიძე, ანესთეზია (საუნჯე)
წლის საუკეთესო თარგმანი
1. მაია ბადრიძე, რობერტ მუზილის `უთვისებო კაცი~, წიგნი II (დიოგენე)
2. ლევან ბერძენიშვილი, არისტოფანეს "კომედიები", ტომი IV (ლოგოს პრესი)
3. ნათელა გავაშელი, ჩესლავ მილოშის `ისას დაბლობი~ (ინტელექტი)
4. ქეთი ქანთარია, ჰენრი დევიდ თოროს „უოლდენი ანუ ტყეში ცხოვრება" (სიესტა)
5. ბელა შალვაშვილი, ფირდოუსის "შაჰნამე" (ნეკერი)
6. გივი შახნაზარი, ნაჰაპეტ ქუჩაკის "ას ერთი ჰაირენი" (ექსკლუზივ პრინტი)
7. ხათუნა ცხადაძე, უმბერტო ეკოს `ვარდის სახელი~ (დიოგენე)
8. დავით წერედიანი, იოჰან ვოლფგანგ გოეთეს `ფაუსტი~ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
წლის საუკეთესოLპიესა
1. გურამ ბათიაშვილი, მოქმედი პირნი და შემსრულებელნი (ლიტ. პალიტრა)
2. ლაშა ბუღაძე, ნავიგატორი (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
3. გურამ მეგრელიშვილი, ნაღალატევ ქმართა პირველადი დახმარებისა და მოღალატე ცოლთა რეაბილიტაციის ცენტრი (დიოგენე)
წლის საუკეთესო ესსეისტიკა და დოკუმენტური პროზა
1. რევაზ გაჩეჩილაძე, ჩემი მეოცე საუკუნე (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
2. ნოდარ გრიგალაშვილი, თანმდევი სული (ახალი საქართველო)
4. გიორგი მაისურაძე, ჩაკეტილი საზოგადოება და მისი დარაჯები (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
3. დათო ქარდავა, ტუალეტში საკითხავი (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
წლის საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა
1. ივანე ამირხანაშვილი, თავისუფლების პარადოქსები (ინტელექტი)
2. ლევან ბრეგაძე, ლიტერატურული (გამო)ძიებანი (არტანუჯი)
3. მაკო ჯანჯიბუხაშვილი, მითის პოეტური ტრანსფორმაცია გრიგოლ რობაქიძის შემოქმედებაში (წყაროსთვალი)