დღეს, 17 ივნისს, 20:00 საათზე, ილიაუნის თეატრში გაიმართება ნადია წულუკიძის ავტობიოგრაფიული პერფორმანსი "მზად სიყვარულისთვის ან იდენტობის შვიდი ფრაგმენტი".
პერფორმანსში გამოყენებული იქნება დოკუმენტური მულტი მედიური თეატრის სტრატეგიები, სადაც ვიდეოს, ფოტოს, ცეკვის და ტექსტის გამოყენებით იქმნება იდენტობის ფრაგმენტული ნარატივი
ამ ნამუშევრით რადიო მწვანე ტალღასთან ერთად იწყება პროექტი „კარმენი - გამორიცხვის მდგომარეობა", რაც ითვალისწინებს პროსპერ მერიმეს ნოველა „კარმენის" თანამედროვე ინტერპრეტაციების წარმოდგენას 5 საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციის მონაწილეობით: მოძრაობის თეატრი (დიდი ბრიტანეთი), თეატრი „ეფემერიდე" (საფრანგეთი), რადიო რომანია (რუმინეთი), თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის სახელმწიფო თეატრი.