ირანის დელეგაცია, ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს მდივნის, საიდ ჯალილის ხელმძღვანელობით მოსკოვში ჩავიდა. ირანელი დიპლომატიები მონაწილეობას მიიღებენ ექვსეულის შეხვედრაში, რომელიც ირანის ბირთვულ პროგრამას უკავშირდება.
მოლაპარაკებები აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, კანადის, საფრანგეთის, რუსეთისა და ირანის მონაწილეობით ხვალ, 18 ივნისს, დაიწყება.
ირანი დაჟინებით მოითხოვს მისი უფლების აღიარებას განავითაროს ბირთვული პროგრამა და მოითხოვს მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნას.
მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოები კი ცდილობენ მიაღწიონ შეთანხმებას, რათა თეირანმა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (აესს) ინსპექტორები სამხედრო კომპლექს პარჩინში დაუშვას.
დასავლეთის სპეცსამსახურები მიიჩნევენ, რომ სწორედ პარჩინში მიმდინარეობს ბირთვულლი იარაღის შექმნის სამუშაოებები.