დღეს, 17 ივნისს, 10.00 საათზე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერიტეტში "ვეფხისტყაოსნის" საჯარო კითხვა დაიწყო. ტრადიციული ღონისძიება წელს მეათედ ტარდება.
საჯარო კითხვის დღეს ყველა მსურველს საშუალება ეძლევა შოთა რუსთაველის პოემა ხმამაღლა წაიკითხოს.
„ვეფხისტყაოსნის" საჯარო კითხვის ტრადიციას საფუძველი მწერალმა დათო ტურაშვილმა და პარლამენტარმა ნუგზარ წიკლაურმა ათი წლის წინ ჩაუყარეს. იდეის განხორციელებისკენ დავით ტურაშვილს ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში სერვანტესის სახალხო კითხვის დღის აღნიშვნამ უბიძგა, რომელიც ყოველწლიურად წიგნის საერთაშორისო დღეს, 23 აპრილს იმართება და მასში მონაწილეობას ათასობით ესპანელი და უცხოელი სტუმარი იღებს.
დაარსების დღიდან სხვადასხვა წლებში "ვეფხისტყაოსნის" საჯარო კითხვა ბათუმში, თბილისში, სენაკსა და თამარაშენში გაიმართა.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზის ფოიე