დღეს, 17 ივნისს, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში სპექტაკლის "ოლივერ!" პრემიერა გაიმართება. სპექტაკლი 18 და 19 ივნისსაც იქნება წარმოდგნილი.
როგორც რუსთაველი თეატრში აცხადებენ, 29 მაისს დაგეგმილი პრემიერა მთავარი როლის შემსრულებლის, დავით დარჩიას ჯანმრთელობის მოულოდნელი გაუარესების გამო გადადიდო.
მსახიობი თავს უკვე კარგად გრძნობს, თუმცა მთლიანი დატვირთვის თავიდან აცილების მიზნით, ამ ეტაპზე როლს მოწვეული მსახიობი გიორგი ნაკაშიძე შეასრულებს.
2012 წელს მსოფლიო ინგლისელი მწერლის ჩარლზ დიკენსის 200 წლისთავს აღნიშნავს. ამ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა და თბილისის ზაქარია ფალიაშვილის თეატრმა საავტორო უფლებების მქონე კამერონ მაკინტოშის კომპანიისგან მიუზიკლის "ოლივერ!" დადგმის ექსკლუზიური უფლება მოიპოვეს.
მიუზიკლი "ოლივერ" 1960 წელს დაწერა ბრიტანელმა კომპოზიტორმა და ლიბერტისტმა ლაიონელ ბერტმა, მას საფუძვლად უდევს ჩარლზ დიკენსის ცნობილი რომანის "ოლივერ ტვისტის" პირველი ნაწილი.
რეჟისორია დავით საყვარელიძე, დირიჟორი - ირაკლი ჩოლოყაშვილი. სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები: მანანა აბრამიშვილი, ზაზა ბარათაშვილი, გოგა ბარბაქაძე, თენგიზ გიორგაძე, პაატა გულიაშვილი, დავით დარჩია, გელა თავბერიძე, ნინო თარხან-მოურავი, კახა კუპატაძე და სხვები.