სირიაში გაეროს დამკვირებელთა მისიის ხელმძღვანელმა, რობერტ მუდმა ქვეყანაში ძალადობის ესკალაციის გამო მისიის მუშაობის შეჩერების შესახებ განაცხადა.
ბი-ბი-სის ინფორმაციით, გენერლის მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დაკვირებლები ერთგულნი რჩებიან დასახული ამოცანის - დაეხმარონ სირიელ ხალხს, მაგრამ ძალადობის დონე მათ ქვეყანაში გადაადგილების საშუალებას არ აძლევს. დამკვირებლებს მიეცათ დავალება, არ დატოვონ თავინითი მიწერის ადგილები ახალი დავალების მიღებამდე.
რობერტ მუდის განცხადებით, სირიაში დაპირისპირებულმ მხარეებმა გააქტიურეს სამხედრო მოქმედებები და არ ამჟღავნებენ პრობლემის მშვიდობიანი გადაწყვეტის სურვილს.
გენერალმა მხარეებს კოფი ანანის სამშვიდობო გეგმის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.