შეერთებულმა შტატებმა საემიგრაციო კანონმდებლობაში ცვლილებები შეიტანა. ოფიცალური ვაშინგტონის გადაწყვეტილებით, ქვეყნიდან ახალგაზრდა არალეგალ ემიგრანტებს აღარ გააძევებენ.
16-დან 30 წლამდე ასაკის ადამიანებს, რომლებსაც ამერიკა ბოლო 5 წელიწადია არ დაუტოვებიათ, საშუალება ექნებათ მუშაობის უფლება მოიპოვონ.
ექსპერტები თვლიან, რომ ადმინისტრაციის საკანონმდებლო ცვლილებები წინაასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ხორციელდება.