19 ივნისს, 18:00 საათზე, თიბისი არტ გალერეაში საქართველოს სახალხო მხატვრის, რუსთაველის პრემიის ლაურეატის, პროფესორ მამია მალაზონიას პერსონალური გამოფენა გაიხსნება.
ექსპოზიციაზე ნაცნობ ნამუშევრებთან ერთად, წარმოდგენილი იქნება მხატვრის მიერ ბოლო წლებში შექმნილი დაზგურ-გრაფიკული ციკლები.
მამია მალაზონიას საზოგადოება კარგად იცნობს, როგორც ქართული სცენოგრაფიის ერთ-ერთ რეფორმატორს და წიგნის ილუსტრატორს, რომლის წიგნის მხატვრობა ქართული სახვითი ხელოვნების კლასიკის ფონდშია შესული.
გამოფენა თიბისი არტ გალერეისთვის უკვე მეორეა. გალერეა თიბისი ბანკში, რამდენიმე თვის წინ, ზურაბ (პიკო) ნიჟარაძის გამოფენით გაიხსნა.