ხვალ, 16 ივნისს, 12:00 საათიდან 20:00 საათამდე, "ბაია" გალერეაში ქართული ხელნაკეთი აქსესუარების ბრენდის " Coquette" გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" დიზაინერმა მაიკო გაგუამ განუცხადა, "გამოფენა-გაყიდვაზე 150-მდე სამკაული იქნება წარმოდგენილი. აქსესუარების ფასი 30-იდან 200-ლარამდე მერყეობს".
ქართული ხელნაკეთი აქსესუარების ბრენდი Coquette" დააარსა ორმა დიზაინერმა - მაიკო გაგუამ და ციცი ბოდოკიამ 2009 წელს, ჰქონდათ 3 პერსონალური გამოფენა, ასევე მიიღეს მონაწილეობა "თბილისის მოდის კვირეულზე" და საქველმოქმედო გამოფენაში "ხელოვანები ხელოვანებისთვის.