უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი აცხადებს, რომ ექს-პრემიერის, იულია ტიმოშენკოს შეწყალება სურს, მაგრამ რადგან ამჟამად სასამართლო განხილვა მიმდინარეობს, მას ამის საშუალება არ აქვს.
მისი თქმით, ჯერ ტიმოშენკოს სასამართლო პროცესი უნდა დასრულდეს. ამჟამად, მას არ აქვს უფლებამოსილება, რომ ექს-პრემიერი გათავისუფლედეს.
"მე ყველაფერი კანონის მიხედვით უნდა გავაკეთო", - განაცხადა იანუკოვიჩმა და დასძინა, - "როდესაც ეს დასრულდება (სასამართლო პროცესი), როდესაც მოსამართლეები მიიღებენ გადაწყვეტილებას, მათ შორის - ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო - პრეზიდენტ ს მაშინ ექნება უფლება შეიწყალოს".
"ტაიმის" ჟურნალისტის კითხვაზე, მართლაც სურს, თუ არა, მას შეიწყალოს ტიმოშენკო იანუკოვიჩმა უპასუხა: " რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა, მინდა".