ეგვიპტეში 16 და 17 ივნისს გასამართი საპრეზიდენტო არჩევების მეორე ტურის წინ რევოლუციური ვითარებაა.
არჩევნებში ერთმანეთეს პარტია "ძმები მუსულმანების" ლიდერი მუჰამედ მუსრი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი აჰმად შაფიკუ უპირისპირდებიან.
მუჰამედ მუსრიმ ეგვიპტელებს გაერთიანებისა და გაყალბების მცდელობის ნებისმიერი მცდელობის აღკვეთისკენ მოუწოდა.
"მზად ვარ ეგვიპტელებთან ერთად მსხვერპლად მივიტანო საკუთარი თავი, რათა დავიცვა ჩვენი ხალხის თავისუფლება", - განაცხადა მუჰამედ მუსრიმ და დასძინა, - "რევოლუცია იყო, არის და ქინება. ჩვენ ერთი გზა გვაქვს - რევოლუციური მოძრაობის და გარდამავალი პერიოდის დასრულება, სამხედროების მიერ ხელისუფლების საქმოაქლაქო მთავრობისთვის გადაცემით".
მუჰამედ მუსრიმ ეგვიპტის სასამართლოს გადაწვეტილების კომენტირებისას განაცხადა, რომ ხალხისს ნება ყველა განონზე მაღლა დგას.
ეგვიპტის პარტია "ძმები მუსულმანების" მომხრეები აცხადებენ, რომ ქვეყნის უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილების გამო ეგვიპტის "მყიფე დემოკრატია" საფრთხის ქვეშ დგას.
შეგახსენებთ, რომმ სასამართლოს მიერ ქვეყანაში გამართული არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობამ და ქვედა პალატის დაშლის მოთხოვნამ "ძმები მუსულმანების" მომხრეებში ნეგატიური რეაქცია გამოიწვია.
მათი თქმით, თუ ქვეყანაში ხელისუფლება დაბრუნდება იმ ადამიანების ხელში, რომლებიც დამხობილ პრეზიდენტ, ჰოსნი მუბარაქს, უკავშირდებიან, ქვეყანას "საშიში დღეები" ელოდება.
სასამართლომ მიიჩნია, რომ ეგვიპტეში გამართული პირველი თავისუფალი არჩევნების შედეგად, დეპუტატებს მესამედმა პარლამენტში ადგილები უკანონოდ მოიპოვა, ამის გამო კი ქვედა პალატა დათხოვნილ უნდა იქნას.
ამ გადაწყვეტილების აღსრულების შემთხვევაში, ქვეყანაში ხელისუფლება კვლავ შეიარაღებული ძალების სამხედრო საბჭოს დაუბრუნდება.
სასამართლომ ასევე კანონიერად ცნო ექს-პრემიერის აჰმედ შაფიკის უფლება კენჭი იყაროს ქვეყნის პრეზიდენტის პოსტზე.