ნიკოლა სარკოზის სასამართლოს წინაშე მოუწევს წარდგომა. საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს ხელშეუხებლობის მანდატი ეწურება და სასამართლოს წინაშე ჩვენების მიცემა ერთდროულად რამდენიმე საქმის გამო მოუწევს.
ყველაზე გახმაურებული საფრანგეთის ყვეალზე მდიდარი ქალბატონის ლილიან ბეტანკურის საქმეა. ბრალდების მტკიცებით, ლორეალის სახლის მფლობელი 2007 წელს უკანონოდ აფინანსებდა სარკოზის წინასაარჩევნო კამპანიას. სარკოზის პასუხების გაცემა მოუწევს ეგრეთ წოდებულ "ყარაჩის საქმესთან" დაკავშირებითაც.
გამოძიების ვერსიით, ყოფილი პრეზიდენტი პაკისტანისთვის წყალქვეშა გემების მიწოდებაში მილიონობით ევროს იღებდა. თავად ყოფილი პრეზიდენტი ყველა ბრალდებას უარყოფს.