დღეს, 15 ივნისს, 17:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში არტისტი გიორგი ბუნდოვანი წარმოადგენს ქართველი მისტიკოსი პოეტის - ტერენტი გრანელის გაფართოებულ, სინთეზურ საღამოს.
სარამოზე სიტყვით გამოვლენ არტისტი, პოეტი, რეჟისორი გიორგი ბუნდოვანი, საქართველოს დამსახურებული მხატვარი, მწერალი რეზო ადამია, მწერალი, პუბლიცისტი, პორტალ "ბურუსის" დამფუძნებელი თერნგიზ ვერულავა, მწერალი, ტერენტი გრანელის დის, ზოზიას შვილიშვილი მამანტი როგავა, როკჯგუფ "მემენტო მორის" დამფუძნებელი, მუსიკოსი მალხაზ კობერიძე, მთარგმნელი, ფილოლოგი, მეცნიერი ოქტაი ქაზუმოვი, პროზაიკოსი, პოეტი იკა ქადაგიძე, პროზაიკოსი, პოეტი მარსიანი, მთარგმნელი რუსუდან ჭანტურიშვილი.
ასევე შედგება გიორგი ბუნდოვანის და არტჯგუფ "სტიგმატის" ახალი მინიარტფილმის (კინოპოეზია) "სადღაც შორს ნაპრალს ნისლი ეწვია..." პრეზენტაცია, ფილმი ტერენტი გრანელზე. საღამოს მუსიკალურად გააფორმებენ მალხაზ კობერიძე (MEMENTO-MORI), კახა ბაციკაძე (ჯგუფი "ზღვარი").
ასევე იხილავთ უნიკალურ გამოფენას - ტერენტი გრანელის პოეზიის სხვადასხვა დროს გამოცემულ კრებულებს და მისი ცხოვრებისა და შემოქმედების მკვლევართა ნაშრომებს, რამდენიმე მხატვრის მიერ შესრულებულ პორტრეტს.