ევროპული განვითარებისა და ინვესტიციების ფონდი (EDIFEE) საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს ენერგეტიკისა და ეკოლოგიის განვითარებისთვის 470 მლნ დოლარს გამოუყოფს.
აღნიშნული თანხა, ენერგეტიკული და ეკოლოგიური პროექტებისათვის 36 თვის განმავლობაში დაიხაჯება.
სომხური მედია წერს, რომ საქართველოსთვის, აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის ფონდი პრიორიტეტულად მიიჩნევს შემდეგ პროექტებს: ნარჩენების მართვა, წყლის გამწმენდი სისტემების რეაბილიტაცია და განახლებადი ენერგიის პროექტების განხორციელება.