დღეს, 14 ივნისს, 13 :30 წუთზე ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი ევროპიდან: ვარშავა-ბათუმი - პირველ ჩარტერულ რეისს უმასპინძლებს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ აღნიშნული რეისის დანიშვნა აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტისა და პოლონური ტურისტული კომპანიის „იტაკას" ურთიერთთანამშრომლობის შედეგად იმ სარეკლამო კამპანიის ფარგლებში მოხდა, რასაც ტურიზმის დეპარტამენტი ახორციელებს პოლონეთში. ჩარტერული რეისები განხორციელდება სექტემბრის ჩათვლით, კვირაში ერთხელ, ყოველ ხუთშაბათს. თითოეული ჩარტერული რეისი ბათუმში თან ჩამოიყვანს 120-160 პოლონელ ტურისტს.
"აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ორგანიზებას უწევს აღნიშნული ჩარტერული რეისის დახვედრით ღონისძიებას. სპეციალურად პოლონეთიდან ჩამოსული სტუმრებისათვის მოეწყობა ფოლკლორ შოუ, რომლის დროსაც სტუმრებს ასევე საშუალება ექნებათ დააგემოვნონ ქართული ღვინო და ტრადიციული ტკბილეულობა"- განმარტავენ დეპარტამენტში.
მათივე ინფორმაციით, ვარშავა-ბათუმის მიმართულებით ჩარტერული რეისის დანიშვნას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენი რეგიონისათვის. იგი ხელს შეუწყობს კიდევ უფრო მეტი პოლონელი ტურისტის მოზიდვსა და პოლონეთთან უფრო მჭიდრო ურთიერთობების დამყარებას.

მასალის გამოყენების პირობები