შსს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს რეგიონული დანაყოფების II სამმართველოს (დასავლეთი) ბათუმის საგამოძიებო-ოპერატიული განყოფილების თანამშრომლებმა, ქ.ბათუმში, სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე საქართველოს მოქალაქე გოჩა ამირანის ძე მიქელაძე დააკავეს, რომელმაც 2012 წლის 12 ივნისს, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარ პუნქტის გვერდის ავლით, გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლით.