თურქეთის ქალაქ ქემერში 37 წლის პაატა თეიძე მეგობრებმა სასტუმროს ნომერში უგონო მდგომარეობაში იპოვეს.
პაატა თეიძე საქართველოს მოქალაქეა. ის თურქეთში დასასვენებლად იმყოფებოდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სასტუმროში მისულმა სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა 37 წლის მამაკაცის გადარჩენა ვეღარ მოახერხეს.
თურქრმა სამართალდამცველება სასტუმროს ოთახიდან ჰეროინი და ლიმონმჟავა ამოიღეს.
გავრცელებული ინფორმაციით, უბედური შემთხვევის მიზეზი ნარკოტიკული საშუალებების დიდი რაოდენობით მიღება გახდა.