თურქეთში ადგილობრივმა სამართალდამცავებმა პროსტიტუციის ბრალდებით ხუთი მოქალაქე დააკავეს.
ამ დროისთვის დაკავებულთა ვინაობა არ ხმაურდება. თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულთა შორის სამი ქართველია. მათი ასაკი 28-48 წლამდეა.
თურქმა სამართალდამცავებმა არალეგალური ბიზნესის მეპატრონეს დააკავეს. პოლიციის ინფორმაციით, ქართველი ეჭვმიტანილი თურქ თანამზრახველთან ერთად, კლიენტებთან უკანონო გარიგებს აწარმოებდა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულ ქართველებს სამშობლოში დეპორტაცია ელოდებათ.