აშშ-ს პოლიციამ შიშველი მამაკაცი დააპატიმრა, რომელიც ობობას გაურბოდა. "დამნაშავემ" ობობა საკუთარ, საწოლში აღმოაჩინა და შეშინებული, შიშველი ქუჩაში გავარდა. ინციდენტი ამით არ ამოწურულა. შეშინებულმა მამაკაცმა გზად მინის კედელი ვერ შენიშნა და შეჯახების შედეგად მრავალი ტრამვა მიიღო.
პოლიციამ შიშველი მამაკაცი ჯერ სახლში მიიყვანა - ჩააცვა და ამის შემდეგ გადაიყვანა საავადმყოფოში. სადაც პაციენტს პირველადი დახმარება აღმოუჩინეს და ამის შემდგომ მისი დაპატიმრების ოპერაცია განხორციელდა. შიშველ მამაკაცს ბრალი საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის დასდეს.
აღსანიშნავია, რომ ობობის შიში მსოფლიოში ყველაზე მეტად გავრცელებული ფობიაა.