კახეთში ადგილობრივი ელექტროდისტრიბუციის თანამშრომელს 20 წლის შაქრო ჯაჭვაძეს დენმა დარტყა. სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა დაზარალებული გურჯაანის საავადმყოფოში გადაიყვანეს. თუმცა ახალგაზარდა საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
შაქრო ჯაჭვაძე გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში ინდივიდუალური გამრიცხველიანების ჯგუფში მუშაობდა.
უბედური შემთხვევის გამომწვევ მიზეზებს სპეციალური კომისია დაადგენს.
მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისიხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.