დღეს, 26 იანვარს, სოფელ კოდაში სათემო განათლების ცენტრი გაიხსნება. ცენტრი იხსნება ევროკავშირის დაფინანსებით იხსნება. პროექტს ევროკავშირი ესპანური არასამთავრობო ორგანიზაცია ACF გერმანულ dvv international-თან და ქართულ CiDA-თან თანამშრომლობით ახორციელებს.
პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს სოციალურ ინტეგრაციას ქვემო ქართლის რეგიონში. პროექტი დაეხმარება 3000 დევნილს (როგორც 2008 წლის ომის შედეგად, ისე ადრეული კონფლიქტების შედეგად დაზარალებულებს) და 20 000 ადამიანისგან შემდგარ ადგილობრივ თემს კოდაში, შაუმიანში, ხიხანში, ქვემო ბოლნისში და რუსთავში. 1 მლნ ევროს ღირებულების ეს პროექტი გასცემს გრანტებს სასოფლო-სამეურნეო წარმოებისთვის და დაეხმარება სოციალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტირებას.