ლიბიაში საერთაშორისო წითელი ჯვრის წარმომადგენლობა ააფეთქეს. აღნიშნული ინციდენტი ქალაქ მისურატაში მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ "ტრიპოლი პოსტი" ავრცელებს. მათი ინფორმაციით, აფეთქების შედეგად არავინ დაღუპულა, თუმცა დაჭრილია ერთი ადამიანი.
მათი ინფორმაციით, აფეთქებაზე პასუხისმგებლობა არავის აუღია, თუმცა ზუსტად ასეთივე თავდასხმა მოხდა ქალაქ ბენღაზში საერთაშორისო წითელი ჯვრის წარმომადგენლობაზე მაისში, რომელიც ჯგუფმა განახორციელა, რომელიც თავის თავს "ომარ შეიხ აბდურახმანოვის ბრიგადას" უწოდებს. მაშინ მათ საერთაშორისო წითელ ჯვარს ქრისტიანული საქმიანობის შეწყვეტა და ქრისტიანული სიმბოლიკის მოშორება მოსთხოვეს.