ბაღდადსა და ჰილაში მომხდარმა აფეთქებების შედეგად დაღუპულთა როდენობა 62 მდე გაიზარდა. ამავდროულად დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა ჯერაც უცნობია. ვრცელდება ინფორმაცია ასობით დაჭრილზე. ინფორმაციას ამის შესახებ ერაყის ოფიციალური პირები ავრცელებენ.
პოლიციისა და მედიკოსების ინფორმაციით, ქალაქ ჰილაში ერთ-ერთი რესტორნის ახლოს ორი დანაღმული ავტომობილი აფეთქდა. პირველმა ბომბმა ექვსი ადამიანი მოკლა და 20 დაჭრა. მეორე აფეთქება რამდენიმე წუთის შემდეგ მოხდა და მან შვიდი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
ამის შემდეგ ბაღდადში სულ მცირე ხუთი ბომბი აფეთქდა და ქალაქის რამდენიმე რაიონში ცეცხლი გაიხსნა.
პოლიციის ინფორმაციით, იერიშების სამიზნე შიიტი მომლოცველების არიან, რომლებიც ამჟამად ბაღდადში ჩადიან რელიგიურ რიტუალში მონაწილეობის მისაღებად.