ჰუმანიტარული მდგომარეობა სირიის ზოგიერთ რაიონში დღითიდღე სერიოზულად უარესდება, ქვეყნის ზოგ რაიონში კი ბრძოლები სულ უფრო და უფრო სასტიკი ხდება. ეს განცხადება საერთაშორისო წითელი ჯვრის წარმომადგენელმა გააკეთა.
ორგანიზაციის მონაცემებით, მიმდინარე კვირას ასობით ადამიანმა დატოვა ქალაქი ჰომსი, რომელსაც სამთავრობო ჯარები გამუდმებით ცხრილავენ.
მცირე ხნის წინ ქალაქ ხაფას მიდამოებში, რომელიც სირიის სამხრეთით მდებარეობს თავს გაეროს დამკვირვებლებს დაესხნენ. გავრცელებული ინფორმაციით, მათ რამდენჯერმე ცეცხლი გაუსხნეს, ხოლო ვინ ისროდა ეს ამ დრომდე უცნობი რჩება.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა გუშინ გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ რუსეთი სირიის რეჟიმს სამხედრო ვერტმფრენებით ამარაგებს და ამით სირიაში არსებული მდგომარეობის ესკალაციას უწყობს ხელს.