დღეს, 13 ივნისს, 18:00 საათზე, "ნიკალას მუზეუმში" ფიროსმანის #29-ში, გაიმართება ზალიკო სულაკაურის სტუდიის მოსწავლეების მიერ შექმნილი ნამუშევრების გამოფენა "ფიროსმანის თემაზე".
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" კარიკატურისტმა ზალიკო სულაკაურმა განუცხადა, "გამოფენაზე წარმოდგენილ ნამუშევრებზე ასახულია ბავშვების თვალით დანახული ნიკალა. საღამოს მიზანია, ბავშვებმა იცოდნენ, თუ სად ცხოვრობდა სიცოცხლის ბოლო 2 წელს ფიროსმანი და სად გარდაიცვალა".
მისი თქმით, ფიროსმანის 150 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებები შემოდგომაზე გაიმართება. "იუბილესთან დაკავშირებით, გადავწყვიტეთ, სტუდიის შემაჯამებელი გამოფენა ნიკალას იუბილესადმი მიგვეძღვნა", - განაცხადა სულაკაურმა.