ქალთა საპატიმრო დაწესებულება ექსპლუატაციაში 2010 წლის მარტში შევა. ამის შესახებ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ჟურნალისტებს ქალ მსჯავრდებულთათვის განკუთვნილი მშენებარე დაწესებულების დათვალიერებისას განუცხადა.
დაწესებულება, რომლის მშენებლობაც დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს, ექსპლუატაციაში 2010 წლის მარტში შევა. კომპლექსური ტიპის დაწესებულება რამდენიმე კორპუსისგან შედგება: ადმინისტრაცია, ღია და დახურული ტიპის დაწესებულებები, დედათა და ბავშვთა სახლი, სამზარეულო. ღია ტიპის დაწესებულება 800, მიუსჯელთათვის საპყრობილე კი 200 მსჯავრდებულზეა გათვლილი.
დაწესებულება საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით შენდება.
ექსპლუატაციაში შესვლისთანავე, დაწესებულებაში ქალ პატიმართათვის გათვალისწინებული და საჭირო ყველა პროგრამა ამოქმედდება.