ხვალ, 13 ივნისს, 18:00 საათზე, "ნიკალას მუზეუმში" ფიროსმანის #29-ში, ზალიკო სულაკაურის სტუდიის მოსწავლეების მიერ შექმნილი ნამუშევრების "ფიროსმანის თემაზე" გამოფენა გაიმართება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" კაrიკატურისტმა ზალიკო სულაკაურმა განუცხადა, _"გამოფენაზე წარმოდგენილ ნამუშევრებზე ასახულია ბავშვების თვალით დანახული ნიკალა. საღამოს მიზანია ბავშვებმა იცოდნენ თუ სად ცხოვრობდა სიცოცხლის ბოლო 2 წელი ფიროსმანი და სად გარდაიცვალა."
მისი თქმით, ფიროსმანის 150 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებები შემოდგომაზე გაიმართება. "აღნიშნულ იუბილესთან დაკავშირებით გადავწყვიტეთ სტუდიის შემაჯამებელი გამოფენა ნიკალას იუბილესადმი მიგვეძღვნა"- განაცხადა ზალიკო სულაკაურმა.