,,წყალი ყველა სოფელს და 24 საათიანი წყალმომარაგება ყველა ქალაქს" _ ეს არის ინიციატივა, რომლის შესახებაც უფრო დაწვრილებით და კონკრეტულად საქართველოს პრეზიდენტი უახლოეს პერიოდში ისაუბრებს",_ განაცხადა ტრადიციულ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ და აღნიშნა, რომ ინიციატივა სოფლებსა და რაიონებში წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესებას ემსახურება.
,,ეს არის პროგრამა, რომელიც ჩვენს სოფლებსა და რაიონებში წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესებას მოემსახურება. ინიციატივა, ბუნებრივია ეხება ბათუმს, ფოთს, ქუთაისს უკლებლივ ყველა რაიონულ ცენტრს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს ინიციატივა ეხება ჩვენს სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას, მათთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემის მოგვარებას და რეგიონებში წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესებას", _ განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა.