სუროგაციის გამოყენების უფლება მხოლოდ რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ უშვილო წყვილს ექნება.
პარლამენტში ინიცირებული "ჯანმრთელობის დაცვის შესახებ" კანონში ცვლილებებით, სუროგაცია მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში ექცევა.
კერძოდ, სუროგაციის გამოყენების უფლება ექნება მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ უშვილო წყვილს.
კანონპროექტის თანახმად, სუროგატული დედა შეიძლება იყოს რეპროდუქციული ასაკის ქმედითუნარიანი ქალი, რომელსაც ჰქონდა ერთი მშობიარობა მაინც ცოცხალი ნაყოფით. ასევე, ქორწინებაში მყოფი ქალის სუროგატული დედობა, მხოლოდ ქმრის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში იქნება დასაშვები.
კანონპროექტითვე აკრძალული იქნება სუროგატული დედობა ფინანსური სარგებლობის მიღების მიზნით და სუროგატული დედობის იძულება.
რაც შეეხება თავად სუროგაციას, ეს არის უშვილო წყვილის, ერთი მხრივ, და რეპროდუქციული უნარის მქონე ქალის, მეორე მხრივ, შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ქალი თანახმაა დაორსულდეს ხელოვნური ჩასახვის ტექნოლოგიის გამოყენებით და ბავშვი დაბადების შემდეგ გადასცეს წყვილს.
საქართველოში სუროგაცია დასაშვები იქნება მხოლოდ ალტრუისტული მოსაზრებებით და გესტაციური სუროგაციის ფორმით.
კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, ქალს სუროგატი დედობა მხოლოდ ორჯერ შეეძლება.