საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიგი წერეთელმა ჰოსპიტალური სექტორის განვითარების ფარგლებში ამბროლაურში ახალ აშენებული საავადმყოფო დაათვალიერა და დაწესებულების კოლექტივს შეხვდა. იგი დაინტერესდა თუ როგორ მიმდინარეობს მუშაობა, როგორია დატვირთვა, შიდა სტადარტებით შემოსული თანხებიდან სახელფასო გადანაწილება, ექიმთა დაცულობა, მოსახლეობის კმაყოფილება და ხელმისაწვდომობა სერვისებისადმი. შეხვედრისას ასევე ისაუბრეს არსებულ პრობლემებზე, სამედიცინო საქმინაობის ხარისხზე, ახალი გაიდლაინების და პროტოკოლების დანერგვაზე, მედიაციის სამსახურის სპეციფიკაზე - თუ როგორ შეიძლება გამოიყენონ ექიმებმა და მოსახლეობამ ახალი სადაზღვევო ურთიერთობების პირობებში. შეხვედრაზე გიგი წერეთელმა ასევე გაამახვილა ყურადღება მთავრობის ახალი ინიციატივებზე, რაც მოსახლეობის ჯანდაცვის მომსახურებისადმი ხელმისაწვდომობის გაზრდის წინაპირობაა. ამ ინიციატივის შესაბამისად 2013 წლისთვის დაზღვეული იქნება 0-დან 5 წლის ჩათვლით ყველა ბავშვი და ასევე ყველა პენსიონერი უზრუნველყოფილი იქნება სამედიცინო დაზღვევით.