საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიგი წერეთელი და პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ბალავაძე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფლებს ესტუმრნენ. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერებმა იწას, ზემო კრიხის, ნამანევის, შუა სხვავასა, ღადიშის, ცახის და სხვა სოფლების მოსახლეობის პრობლემები მოისმინეს და მათთან ერთად ამ პრობლემების გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. ძირითადად ყურადღება გამახვილდა სამუშაო ადგილების, წყალმომარაგების, ზოგიერთ სოფელში გაზიფიცირების დაჩქარების, ელექტროენერგიის გამრიცხველიანების, გზების კეთილმოწყობის, ჯანდაცვის მომსახურების, სოფლის მეურენობის მექანიზაციის საკითხებზე. შეხვედრებს ასევე ესწრებოდნენ მხარის გუბერნატორი დავით გაგოშიძე, მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე და ადგილობრივი ხელისუფლების შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები. მათ მოსახლეობას გააცნეს არსებული პრობლემების მოგვარების კონკრეტული გეგმები და ვადები.
მოსახლეობას ასევე დააინტერესა ახალმა საპენსიო ინიციატივამ. პარლამენტარების ინფორმაციით, წელს საპენსიო პაკეტი 140 ლარამდე გაიზრდება და ყველა პენსიონერს ექნება სამედიცინო დაზღვევის პაკეტი.