"აი ონ ჯორჯიას" ყურადღების ცენტრში ბათუმია. ქალაქიდან პაულა ნიუტონი ჩაერთო და მაყურებელს რეგიონის მიმოხილვა შესთავაზა.
მეორე გადაცემაში ავტორებმა ბათუმში ტურიზმის განვითარებაზე და რუსი ტურისტების გაზრდილ ინტერესზეც ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა იმაზეც, რომ ბათუმი რეგიონში ერთადერთი ქალაქია, სადაც აზარტული თამაშები არ იკრძალება, რის გამოც ის ლას ვეგასს შეადარეს.
CNN -ის ჯგუფმა ინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტთან ჩაწერა. მიხეილ სააკაშვილმა ყურადღება ბათუმის უახლოეს წარსულზე გაამახვილა.
ასევე, CNN -ის ჟურნალისტები პირადად გაესაუბრნენ ტურისტებს და მათი აზრი მოისმინეს.
„აი ონ ჯორჯიას" გადამღები ჯგუფი საქართველოში უკვე მეორედაა, ამჯერად ისინი გადაცემების სერიას ბათუმზე ამზადებენ.