კრემლში აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან თანამშრომლობის სამმართველო შექმნა. ინფორმაციას ამის შესახებ კრემლის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ინფორმაციით, "რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას დსთ-ს ქვეყნებთან ასევე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან სოციალ-ეკონომიკური თანამშრომლობის პრეზიდენტის ადმინისტრაციის სამმართველოს უფროსად იური ვორონინის დანიშვნის შესახებ".
იური ვორონიბი ადრე რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროში მუშაობდა. იგი ადრე ტატიანა გოლიკოვას მოადგილე იყო, რომელიც ამჟამად ადმინისტრაციაში პასუხის აგებს საქართველოს ორი ოკუპირებული რეგიონის სოციალ -ეკონომიკურ განვითარებაზე.