ხვალ, 12 ივნისს, 17 საათზე, ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სურათების გალერეაში მრავალპროფილიანი კერძო სკოლა „ივერიის" ხატწერის ჯგუფის მოსწავლეთა ნამუშევრების , უკვე ტრადიციად ქცეული, გამოფენა „ჩემი ხატია სამშობლო" მოეწყობა.
ექსპოზიციაში წარმოდგენილი იქნება 28 ბავშვის 120-მდე ნამუშევარი. თემა რელიგიურია. გამოფენის მიზანია ბავშვების დაინტერესება მართლმადიდებლური რელიგიით, ხატწერის შესრულების ტექნიკით, საზოგადოებისათვის ნორჩი ხატმწერების შემოქმედების გაცნობით. ამასთანავე წარმოდგენილი გამოფენა არის მრავალპროფილიანი კერძო სკოლა „ივერიის" ხატწერის ჯგუფის პედეგოგის ნინო ღლონტის, სკოლის დირექტორის ნინო გერგიძისა და მათი ხელოვანი აღსაზრდელების მუშაობის წლიური საანგარიშო გამოფენა.
„ჩემი ხატია სამშობლო" 19 ივნისამდე გასტანს.