ხმელთაშუა ზღვაში, თურქეთის სანაპიროსთან, დღეს 6,1 მაგნიტუდის სიმძრავის მიწისძვრა მოხდა. თურქული მედიის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ზღვაში, პროვინცია მუგლას მიდამოებში დაფიქსირდა. ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, დასავდა 60 ადამიანი. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპისათვის არ ვრცელდება.
აღსანიშნავია, რომ დღესვე 4,1 მაგნიტუდის მიწისძვრა ეგვიპტეში, კერძოდ კი საკურორტო ქალაქ შარმ-ეს-შეიხშიც მოხდა.
მასალის გამოყენების პირობები