. ქუთაისში ბალახვანის მოედანზე სიტყვით გამოსვლისას ბიძინა ივანშსვილმა, ქუთაისში მომხდარი ტრაგედიეს შედეგად დაღუპულ რეზო ნებიერიძის ოჯახს მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ მსგავსი ტრაგიკული შემთხვევები ქუთასიში პირველი არ არის. მისივე განცხადებით, სააკაშვილის უგუნურ ქმედებეს კიდევ ერთი მსხვერპლი ჰყავს.
,,27 მაისს სულ რამდენიმე დღის წინ ჩვენი შეხვედრა წუთიერი დუმილით დავიწყეთ და დღესაც ქუთაისშიც, ჩვენი შეხვედრის დაწყება სამძიმრის სიტყვებით გვიწევს. სამძიმარი ვუთხრათ გარადაცვლილის ოჯახს, სამძიმარი ვუთხრათ ერთამენეთს, რადგან კიდევ ერთი მსხვერპლი გვყავს, კიდევ ერთი ადამინი შეეწირა სააკაშვილის ახირებებს. ის ისტერია, რომელსაც სააკშვილი თესავს თავის გარშემო, ის, აკვიატებული იდეები, რომ მრავალწლიანი პროექტები რამდენიმე საათში უნდა შეასრულონ ყოველთვის ასეთი შედეგით დასრულდება. სამწუხაროდ, ეს ერთადერთი ტრაგედია არ არის", _ განაცხადა ივანიშვილმა და ქუთაისში დაღუპული დედა-შვილის ისტირიაც გაიხსენა.
,,ყველას კარგად გვახსოვს იმ ადგილას შემზრავი ტრაგედია რომ დატრიალდა. ძეგლის აფეთქებას დედა-შვილის დაღუპვა მოჰყვა. ძეგლებთან ომში საქართველომ მსხვერპლი განიცადა",_ განცხადა ბიძინა ივანიშვილმა.