ამ ბოლო დღეებში ქართულმა მასმედიამ გაავრცელა ინფორმაცია შალვა ნათელაშვილის პოლიტიკიდან წასვლისა და ლეიობორისტული (შრომის) პარტიის შესაძლო დაშლაზე. მიმაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება პოლიტიკურად მცდარია და ხელისუფლებისა და ოპოზიციის ცრუ ნაწილის გაძლიერებას გამოიწვევს.
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, პარტია არსებობის 17 წლიან პერიოდს ითვლის და მას დღემდე ოპოზიციურ ფლანგზე საკმაოდ სერიოზული ადგილი ეკავა. მეტიც, ქართველი ლეიბორისტები წლების მანძილზე ასიათასობით ელექტორატს ინარჩუნებენ და მიუხედავად საქართველოში ბოლო ორი ათეული წლის მანძილზე არჩევნების ქრონიკულად გაყალბებისა, საარჩევნო ბარიერს რეალურად ყოველთვის გადალახავდნენ.
მე დღეს პირველად დავურეკე პარტიის ლიდერს ბატონ შალვა ნათელაშვილს და ვთხოვე, არ წავიდეს პოლიტიკიდან - არ მიიღოს პარტიის დაშლის გადაწყვეტილება. მიმაჩნია, რომ არსებული პოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით, ლეიბორისტების პოლიტიკური ავანსცენიდან წასვლა კიდევ უფრო დაასუსტებს ოპოზიციურ მუხტს და ხელ-ფეხს გაუხსნის ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ დღევანდელი ხელისუფლებისთვის დემოკრატიული მმართველის იმიჯის შეფუთვით არის დაინტერესებული.