,,ქართული ოცნების" მიერ ქუთაისში ორგანიზებულ აქციას ,,სახალხო წინააღმდეგობის" მოძრაობა შეუერთდა, _ აღნიშნულის შესახებ ,,ჯი-ეიჩ-ენს" წინააღმდეგობის მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა სოსო მანჯავიძემ განუცხადა.
,, ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ სახალხო გამოსვლები აუცილებელია. ამიტომ დღეს რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა მოვიდეს, რათა ხელისუფლებამ დაინახოს ხალხის ნება. ხოლო მეორე მხრივ იმ საგარეო ძალებმა, რომლებიც გვიჩიჩინებენ, რომ თურმე მოსახლეობის 60% უჭერს მხარს ოდენობით სააკაშვილს, შეცვალონ ახირებული და აკვიატებული მოსაზრებები",_ განცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" სოსო მანჯავიძემ, რომელიც ,,წინააღმდეგობის მოძრაობის" აქტივისტებთან ერთად ქუთაისში იმყოფება.
შეგხსენებთ: ქუთაისში ,,ქართული ოცნების" აქცია 18 საათზე დაიწყება.