"ქართული ოცნების" მხარდამჭერთა კოლონები ბალახვანის მოედანზე შესაკრებად იმერეთის ყველა რაიონიდან დაიძრა.
იმერეთის რაიონებიდან კოლონებს "ქართული ოცნების" ლიდერები მიუძღვებიან.
ქუთაისისკენ უკვე დაიძრა საჩხერელი აქტივისტების კოლონაც, რომელშიც 600-ზე მეტი ავტომანქანა და მიკროავტობუსები შედის.
საჩხერიდან მიმავალ კოლონას "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე მანანა კობახიძე და ,, ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი ეკა ბესელია მიუძღვებიან.
შეგახსენებთ: ,,ქართული ოცნების" აქცია დღეს 18:00 საათზე გაიმართება.