,ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის კახი კალაძის განცხადებით, საერთო გამარჯვებისთვის ქართველების ერთად დგომა მნიშვნელოვანია.
,,აქციაზე მოსული ადამიანები ძალიან ბევრს რამეს გაიგებენ, გაიგებ სად იქნება ჩვენი მომავალი შეკრება. მინდა ყველას ვუთხრა, რომ ასე ერთად ყოფნა, ერთსულოვნება, რაც 27-ში იყო, რაც დღეს იქნება, ძალიან მნიშვნელოვანია იმ დიდი გამარჯვებისთვის რასაც დღეს მთელი საქართველო ელოდება", _ განცხადა კახი კალაძემ ქუთაისში ,,ქართული ოცნების" მიერ დაგეგმილი მანიფესტაციის კომენტირებისას.