ქუთაისში ,,ქართული ოცნების" მხარდამჭერ აქციაზე ხალხმა შეკრება უკვე დაიწყო, _ აღნიშნულის შესახებ ,,ჯი-ეიჩ-ენს" კოლიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა განუცხადა.
,,ამ წუთებში მოედანზე სხვადასხვა რაიონებიდან შემოვიდა დელეგაცია. აქ არიან ვანელები, საჩხერელები, სამტრედიელები, ხარაგაულელები. მოედანი თანდათანობით უკვე ივსება და ეს ბიძინა ივანიშვილისთვის და კოლიციის სხვა ლიდერებისთვის სასიამოვო ფაქტია. ახლა სცენასთან შეკრებილები, ახალგაზრდები არიან. ისმის სხვადასხვა შეძახილები და ხალხი ბედნიერია და ელოდებიან ბიძინა ივანიშვილისა და კოლიციის ლიდერების გამოჩენას", _ განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.
შეგახსენებთ: ბალახვანის მოედანზე აქცია დღეს ექვს საათზე გაიმართება.