თეა თუთბერიძის მიერ გაკეთებული განცხადებები `სიბინძურე და შეურაცხმყოფელია~. ეს შეფასება თუთბერიძის მიერ პატრიარქთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების კომენტარისას ანტიკრიზისული საბჭოს თავმჯდომარემ გია თორთლაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
მისი თქმით, ინტერნეტში თუთბერიძის მერ გავრცელებული ვიდეო-კლიპები არის შეურაცხმყოფელი და ჩირქს სცხებს მართლმადიდებელ ეკლესიასა და საზოგადოებას.
`ეს არის მიზანმიმართული აგრესია ეკლესიის წინამძღოლის მიმართ, ეს არის კიდევ ერთი მცდელობა ეკლესია დააპირისპირონ ხალხთან. მივმართავ ყველას, თავი შეიკაონ ასეთი სიბინძურისგან, რადგან ეს არის ერის შეურაცყოფა და დანაშაულის ტოლფასი ქმედება,~ - აღნიშნა გია თორთლაძემ.