კოლიცია ,,ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის თეა წულუკიანის განცხადებით, ქუთაისში პოლიციის წარმომადგენლებს გზების გადაკეტვა ჰქონდათ დაგეგმილი.
,, გუშინ პოლიციიდან ინფორმაცია გამოვიდა, ჩვენ იქაც გვყავს მეგობრები, იმის შესახებ, რომ პოლიციას დაგეგმილი ჰქონდა გზების გადაკეტვა, ქუთაისში შემოსასვლების შეფერხება და ქვეითი, თუ მანქანით გადაადგილებული მოქალაქეებისთვის ხელის შეშლა, რომ მოვიდენ აქციის ადგილზე. მაგრამ დღეს დილისთვის ეს უკვე აღიკვეთა. ჩვენ მივმართეთ საერთაშორისო დამკვირვებლებს, უწყებათაშორის კომისიას, რომელსაც ხელმძღვანელობს უშიშროების საბჭო არ ვიცი ამის შედეგად, თუ არა, მაგრამ ამის შემდეგ ყოველ შემთხვევაში დილიდან სიმშვიდეა ", _ განაცხადა თეა წულუკიანმა.
შეგახსენებთ: ქუთაისში ,,ქართული ოცნების" აქცია ბალახვანის მოედანზე დღეს 16:00 საათზე გაიმართება.