მოსკოვში, რუსმა სამართალდამცავებმა, ფედერალურ ძებნაში მყოფი 36 წლის ქართველი ე.წ.კანონიერი ქურდი ლევან აბულაძე დააკავეს. აბულაძეს კრიმინალურ წრეებში "ლევან სუხუმსკის" ზედმეტსახელით იცნობენ. რუსმა სამართალდამცავებმა მას პირადი ჩხრეკისას 10 გრამი ნერკოტიკული ნივთიერება "ჰეროინი" აღმოუჩინეს, რაც შესაბამისაც "განსაკუთრებით დიდ ოდენობად" ითვლება და 3 დამ 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, იმ შემთხვევაში თუ დადასტურებული არ იქნება მათი გავრცელება.
ადრე არაერთგზის ნასამართლევი ლევან აბულაძე მერაბ ჯანგველაძის სოხუმური კრიმინალური ოჯახის ერთ ერთი ყველაზე ერთგული წარმომადგენელია. სწორედ მერაბის დამსახურებაა ის, რომ 2006 წელს ლევან აბულაძემ ე.წ. კანონიერი ქურდის "გვირგვინი" მიიღო.
წარსულში "კვალიფიცირებულ" ყაჩაღსა და მძარცველს ლევან აბულაძეს "კრიმინალურ ელიტაში" გაწევრიანების შემდეგ თავისი "პროფილი" არ შეუცვლია და იგი სასტიკი დანაშაულებების ჩადენას პირადად აგრძელებდა. მათ შორის მონაწილეობდა ერთ ერთ ძარცვაში, რომელიც გასულ წელს მოხდა და რომლის გამოც მასზე ფედერალური ძებნა გამოცხადდა.
იმ შემთხვევაში თუ ლევანის ბრალი ამ დანაშაულებებში დამტკიცდება იგი ნარკოტიკებისა და ძარცვისთვის აგებს პასუხს.